None
NO
საქართველო და ქართული კულტურა Netflix-ზე
[]
"მარანი" blogs
პროექტის წამყვანი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი შეილინ ვუდლია, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს პოპულარული სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა წარმატებული ნამუშევრებიდან.
მსახიობმა გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა და ქვეყნის მრავალფეროვნება საკუთარი თვალით აღმოაჩინა.
ვიზიტის განმავლობაში შეილინ ვუდლი ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს, კულინარიულ მემკვიდრეობასა და უნიკალურ ბუნებას გაეცნო.
თითოეულ რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიოს სხვა ტურისტული მიმართულებებისგან გამოარჩევს.
მაყურებელი იხილავს ქვეყნის გამორჩეულ ტურისტულ ადგილებს, გასტრონომიულ მრავალფეროვნებას, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ავთენტურ კულტურას, რაც საქართველოს მილიონობით მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი კუთხით წარადგენს.